Sunday, March 28, 2010

ექსპერიმენტული პროექტი: მათემატიკა და იაფი ქაღალდი

პროექტის მიზანი:


ინფორმაციის მოძიება იაფი ქაღალდის შესაქმნელად.სასარგებლო და საზიანო შედეგების მატერიალური ღირებულება.ასახული,გადაღებული ფოტოები და ფოტოგამოფენის მოწყობა, ექსკურსია ქაღალდის საწარმოში.


პროექტის სრული აღწერა:


მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან ჯგუფები და ზოგიერთმა იმუშაოს ინდივიდუალურად,რადგან მასალის მოძიება აუცილებელია ისტი-ს საშუალებით. თითოეულ მათგანს შეუძლია თავი იგძნოს ბუნების გადამრჩენელად.ამისათვის საინტერესო ხერხს ვთავაზობთ.მეგობრებთან ერთად ძველი,გადაყრილი ქაღალდისაგან გაწყობილი ტანსაცმლით დარგონ ხეები ქალაქის რომელიმე უბანში.შემდეგ ეს ქაღალდები მოიძრონ ,და წინასწარ შეგროვებულ მაკულატურას დაამატონ. მაკულატურა წაიღონ რომელიმე ქაღალდის საწარმოში.

ორგანიზებაში დაეხმარებათ ადგილობრივი გამგეობა.

საჭიროა მოიძიონ მასალა თბილისში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ქაღალდის რაოდენობის შესახებ.

მოხდეს დაანგარიშება და მონაცემები დამუშავდეს.

ააგონ შესაბამისი წერტილოვანი დიაგრამა. რამდენი კუბური მეტრი ხე-ტყე ნადგურდება ამისათვის.

მონაცემები დამუშავდეს და ააგონ სვეტოვანი დიაგრამა.

მოხდეს ბუნებისათვის მიყენებული ზარალის დათვლა (ლარებში)

მოხდეს იმ სარგებლის დათვლა რომელსაც ჩვენი პროექტი მოგვცემს(ლარებში).

მოხდეს წრიული დიაგრამების აგება სადაც ყველაფერი პროცენტებით იქნება გამოსახული.


მოსწავლეთა ასაკი 15-16 წელი.


ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:


მოძიებული შედეგების შეჯამება,შეფასება,მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაცვალა.სვეტოვანი,წრიული დიაგრმების აგება.ზარალისა და სარგებლის პროცენტულად დათვლა.


მოსალოდნელი შედეგები:


ფირმებსა და ბანკებში,სახელმწიფო ორგანიზაციებში უზარმაზარი ქაღალდის მასა ტრიალებს.კარგი იქნება მოხერხდეს უვარგისი, საარქივოდაც გამოუყენებელი ქაღლდის გაყიდვა იმ ფირმებზე იაფი ნედლეულის სახით, რომლებიც საყოფაცხოვრებო ქაღალდს ამზადებს(სამზარეულოსთვის...).


სარგებელი სხვებისათვის:


გაუფრთხილდებიან ბუნებას, დაეხმარებიან მცირე ბიზნესს.


პროექტის განხორციელება:


ჩვენს მიერ დადგმული აქციის შესახებ გადავიღებთ სურათებს და მოვაწყობთ ფოტოგამოფენას.


სამუშაო ენა: ქართული.


საგნებთან/საგნობვრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ისტ-ი , მათემატიკა:


მონაცემთა შეგროვების შესაფერისი ხერხის შერჩევისა და არჩევანის დასაბუთების უნარის გამომუშავება;


ცნობარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

მონაცემთა წარმოდგენის ხერხებისა და მათი შერჩევის უნარის გამომუშავება შესაბამისი სავარჯიშოების სისტემის საშუალებით.


მონაცემთა დასახასიათებელად შემაჯამებელი რიცხვითი მახასათებლების შერჩევისა და გამოყენების უნარის გამომუშავება.

X.13, X.14, X.16 (1)


ერთი გარფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით.


არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემების შესაფერის გრაფიკულ ფორმას,ასაბუთებს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას.(ისტი-ს გამოყენებით)


ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა (ხარჯთაღრიცხვა) X.4

დასრულებული პროექტი გამოქვეყნდება ვებ-გვერდი/ბლოგი: t-sturua.blogspot.com